ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე მდებარე ერთსართულიან სავაჭრო ცენტრს გვიან ღამით ცეცხლი გაუჩნდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად ერთსართულიან სავაჭრო ცენტრში დაიწვა და დაზიანდა 10 მაღაზია. ასევე, სავაჭრო ცენტრის სახურავი – ჯამში 560 კვ.მ ფართობი
მათივე ინფორმაციით, ხანძრის სწრაფ გავრცელებას სავაჭრო ცენტრში არსებულმა ადვილად აალებადმა პროდუქციამ შეუწყო ხელი.
ხანძრის მასშტაბიდან გამომდინარე, არსებობდა ცეცხლის გავრცელების საშიშროება სავაჭრო ცენტრის გვერდით მდებარე ბაზრობაზეც, თუმცა, მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად, მოხერხდა ხანძრის დროული ლოკალიზება.
ადგილზე მობილიზებული იყო 12 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი – 65 მეხანძრე – მაშველი.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.