წუხელ, ხანძარი იყო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში.
“გურია ნიუსის” ინფორმაციით, ქართველიშვილების სახლი მთლიანად განადგურდა.
როგორც ჩვენთან საუბრისას თვითმხილველი ამბობს, ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟები, მაგრამ ცეცხლი ხის სახლზე ისე სწრაფად გავრცელდა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ხანძრის გაჩენის სავარაუდო მიზეზად ელექტროენერგია სახელდება.
ავტორი