კალიფორნიაში ხანძარს ებრძვიან.
როგორც BBC იუწყება, ხანძარს ცეცხლმქრობი ვერტმფრენის პილოტი ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, ვერტმფრენი ჩამოვარდა. ის ვერტმფრენში მარტო იმყოფებოდა.
ათასობით ადამიანი იძულებული გახდა დაეტოვებინა საკუთარი სახლები სან-ფრანცისკოს მახლობლად მდებარე რაიონებში, ყველაზე მეტი რისკის ქვეშ დგას ქალაქ ვაკავილი, სადაც დაახლოებით 100 000 ადამიანი ცხოვრობს. ქალაქი სან-ფრანცისკოსა და საკრამენტოს შორის მდებარეობს.
სახანძრო სამსახურის ცნობით, ვაკავილში 50 სტრუქტურა დაიწვა, ხანძრის შედეგად დაზიანებულია კიდევ 50.

































































