მესტიაში ხანძარს ამ დრომდე ებრძვიან. სალიკვიდაციო სამუშაოები დილიდან განახლდა.
ამ დროისთვის ადგილზე დამატებით 90 მეხანძრე-მაშველი მუშაობს. ხანძარი სოფელ ეცერში, ტყეში ორი დღის წინ გაჩნდა.
მეხანძრეებმა მუშაობა ძლიერი დაკვამლიანებისა და ცუდი ხილვადობის გამო გუშინ ღამით შეწყვიტეს და დილის 7 საათიდან განაახლეს.
რაც შეეხება სამაშველო სამუშაოებში ვერტმფრენის ჩართვის შესაძლებლობას, როგორც გუბერნატორის მოადგილე აცხადებს, საჭიროების შემთხვევაში ამ საკითხს შესაბამისი უწყებები გადაწყვეტენ.