წუხელ ღამით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში ადგილობრივი მცხოვრების, ეთერ გუჯაბიძის სახლი დაიწვა.
გუჯაბიძეების ოჯახი სოციალურად დაუცველია.
აღნიშნულთან დაკავშირებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, რომ საჭიროების შემთხვევაში მუნიციპალიტეტი მას დამატებით დახმარებას გაუწევს.
“სოფელ ნატანებში მცხოვრები, ხანძრის შედეგად დაზარალებული ეთერ გუჯაბიძის ოჯახში ამ წუთებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის სპეციალისტები იმყოფებიან და მდგომარეობას ადგილზე სწავლობენ. ეთერ გუჯაბიძეს გასულ წელს, სოციალურად დაუცველთა დახმარების პროგრამით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სამშენებლო მასალები: ბეტონი, თუნუქის სახურავი, ცემენტი და ხის მასალა გადასცა, რომლითაც გუჯაბიძეების ოჯახს მშენებლობა ამ დრომდე არ დაუწყია. საჭიროების შემთხვევაში მუნიციპალიტეტი მას დამატებით დახმარებას გაუწევს“, _ უთხრეს „გურია ნიუსს“ გამგეობის პრესსამსახურში.
ფოტოების ავტორი ნათია გუჯაბიძე