“ბათუმელების” ინფორმაციით, დღეს, 20 მარტს, ბათუმში, „ოცნების ქალაქის“ დასახლებაში ხანძარი გაჩნდა.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, ცეცხლი ერთ-ერთ საცხოვრებელ ბარაკში გაჩნდა და საოჯახო ნივთები დაიწვა. ხანძრის შედეგად დაიწვა კიდევ ერთი ბარაკის სახურავი.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრესცენტრის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.