გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, ანდაქის ხეობაში ხანძარი გაჩნდა.
უწყების ცნობით, პარკის რეინჯერები ამ დრომდე ებრძვიან ხანძარს. სამინისტროში ამბობენ, რომ სამაშველო სამუშაოებში თბილისის, ალგეთისა და ყაზბეგის ეროვნული პარკის რეინჯერებიც ჩაერთნენ.
“ტერიტორია ძნელად მისადგომია, ადგილიდან არ მყარდება სატელეფონო კავშირი და, შესაბამისად, ხანძრის მასშტაბების შესახებ ზუსტი ინფორმაცია ამ დროისთვის უცნობია”, _ აღნიშნავენ გარემოს დაცვის სამინისტროში.