როსტოვში ხანძრის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა. აღნიშნულ ინფორმაციას VESTNIK KAVKAZA ავრცელებს.
როგორც როსტოვის რეგიონის საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტრო აცხადებს, დაღუპული პიროვნება მაშველებმა იპოვეს და ამ დროისთვის მისი იდენტიფიკაცია მიმდინარეობს.
როგორც ცნობილია, როსტოვის ისტორიულ ცენტრში ხანძარი ორშაბათს, მოსკოვის დროით 13 საათზე გაჩნდა.
ამ დროისთვის გავრცელებული ცნობით, ხანძრის შედეგად 120 შენობაა დამწვარი, რომელთაგან 100 საცხოვრებელი სახლია.
ხანძრის გამო დაახლოებით 600 ადამიანი ევაკუირებულია, ხოლო 400-ზე მეტი ხანძრის შედეგად დაშავდა.