გამთენიისას დატოვეს “რუსთავი 2”-ის შენობა ექსპერტ-კრიმინალისტებმა. ისინი ხანძრის გამომწვევი მიზეზების დადგენას ცდილობდნენ. გვიანობამდე სამაუწყებლო კომპანიის ტერიტორიაზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციაც. ცეცხლის გამომწვევი მიზეზი ამ დრომდე უცნობია.
პარალელურად, მთელი შენობა შეამოწმა სამაშველო სამსახურმაც, სადაც ხანძრის გამო ძლიერი დაკვამლიანება შეინიშნებოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 187-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
rustavi2.ge