ცაგერში, 1-ელ საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი შეფერხებით დაიწყო.
1tv.ge-ს ინფორმაციით, შეფერხების მიზეზი საარჩევნო უბანზე, დილის 09:00 საათისთვის გაჩენილი ხანძარი გახდა.
ძლიერი კვამლის გამო, საარჩევნო პროცესი, კულტურის სახლის დარბაზში, სადაც საარჩევნო უბანია განთავსებული, დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში იყო შეფერხებული.
ამ დროისთვის ხმის მიცემის პროცესი აღდგენილია.