სამტრედიის მუნიციპალიტეტის დაბა კულაშში, ნინოშვილის ქუჩის 15 ნომერში ხანძარი გაჩნდა და საცხოვრებელი სახლი დაიწვა, სადაც მარტოხელა, ხუთი შვილის დედა მზეო ჩაჩუა სამ შვილთან ერთად იმყოფებოდა. შემთხვევა გუშინ, დღის მეორე ნახევარში მოხდა.
საბედნიეროდ, ხანძრის შედეგად მათ ფიზიკური ტრამვა არ მიუღიათ, თუმცა რამდენიმე წუთში უსახლკაროდ აღმოჩნდნენ.
როგორც თვითმხილველები ამბობენ, ხანძარი, და სავარაუდოდ, ძველ ელექტრო გაყვანილობამ გამოიწვია.
,,უსახლკაროდ დარჩა სოციალურად დაუცველი მარტოხელა, ხუთი შვილის დედა, რომელთანაც ამჟამად სამი არასრულწლოვანი, 15, 11 და 9 წლის შვილები ცხოვრობდნენ. ეს სახლი მზეო ჩაჩუას ბანკის სესხით ჰქონდა შეძენილი და ვალი ჯერაც არ აქვს გადახდილი. დაეწვათ, რაც კი გააჩნდათ. დარჩენილები არიან იმ ტანსაცმელის ამარა, რაც ეცვათ. ისინი დროებით, მეზობელმა შეიკედლა”,_ ამბობს ,,გურია ნიუსთან” ერთ- ერთი მეზობელი.
ავტორი