გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში, საცხოვრებელი სახლი დაიწვა.
როგორც “მთავარი ამბები კახეთიდან” იუწყება, ცეცხლი ორსართულიან შენობას გაუჩნდა, სადაც ცოლ-ქმარი ცხოვრობდა.
ორივე მათგანმა შენობის დატოვება დროულად შეძლო.
ადგილობრივების ინფორმაციით, ხანძარი სწრაფად გავრცელდა და საყოფაცხოვრებო ნივთების გადარჩენა ოჯახმა ვერ მოახერხა.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ჯგუფები, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა და პოლიცია.
ცეცხლის გაჩენის მიზეზი გამოძიებამ უნდა დაადგინოს.



























































