ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სურებში, ერთ-ერთ ოჯახში ხანძარი გაჩნდა. ადგილზე მალე მივიდა სახანძრო-სამაშველო სამსახური და ცეცხლი ჩააქრეს.
კითხვაზე, თუ რა მასშტაბის იყო ხანძარი, მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა ზემო სურებში, ლევან ლომინეიშვილმა, ასეთი კომენტარი გააკეთა:
_ოჯახში, რომელიც სამსულიანია, და გვიან ღამით ეძინათ , „ქუხნა“ დაიწვა, პატარა სახლი. როგორც ოჯახის წევრები ამბობენ, მათ ეძინათ ოდაში და არ იციან, რამ გამოიწვია ხანძარი. რაც მთავარია, მსხვერპლი არ არის, _ გვითხრა ლომინეიშვილმა.