ხანძარია ქვემო სვანეთში. სოფელ ზესხოდან რამდენიმე კილომეტრში ტყის მასივს ცეცხლი უკიდია.
რთული რელიეფის გამო ადგილზე სპეციალური ტექნიკა ვერ მიდის და ცეცხლის ლოკალიზებას ცოცხალი ძალით ცდილობენ. მობილიზებულია 150 მეხანძრე-მაშველი.
ცეცხლის კერები, წინასწარი ინფორმაციით, მეხის ჩამოვარდნის შემდეგ გაჩნდა. ჯერ-ჯერობით უცნობია, რა ფართობი გაანადგურა ხანძარმა.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლის კერები დასახლებული პუნქტიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს და მოსახლეობის ევაკუაციის საჭიროება ამ ეტაპზე არ არის.
rustavi2.ge