თბილისში, “ბაზარი ორბელიანის” მიმდებარედ ხანძარი იყო. ცეცხლი სულხანიშვილის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში გაჩნდა. ადგილზე სამაშველო და სახანძრო ეკიპაჟები იყვნენ მობილიზებულები.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი გვიან ღამით გაჩნდა.
ხანძრის შედეგად დაღუპულია ერთი ადამიანი.
ხანძრის გამომწვევ მიზეზად, სავარაუდოდ, ელექტროენერგია სახელდება.