საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა.
უბედური შემთხვევა თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოხდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, ადგილზე 7 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი მუშაობდა. ხანძარი უკვე ლოკალიზებულია. მეხანძრეებმა სახლში 2 კაცის ცხედარი აღმოაჩინეს.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.