ბანგლადეშის დედაქალაქში ხანძრის შედეგად 70 ადამიანი დაიღუპა. სახანძრო-სამაშველო-სამძებრო სამუშაოების შედეგად, შესაძლოა, დაღუპულთა რიცხვი გაიზარდოს. მომხდარის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, საავადმყოფოში 50 ადამიანია გადაყვანილი, ნაწილის მდგომარეობა კრიტიკულია.
როგორც ცნობილია, ცეცხლი 4 სართულიან შენობაში ღამით გაჩნდა და ახლომდებარე შენობებზე გავრცელდა. ხანძრის ლოკალიზებას მეხანძრე-მაშველები 5 საათის განმავლობაში ცდილობდნენ.
მათი თქმით, ცეცხლი თავდაპირველად იქ გაჩნდა სადაც პლასტმასის საწყობი იყო და აალებად ნივთიერებებს შეიცავდა.
ხანძრის მიზეზის დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.