თბილისში, იყალთოს ქუჩაზე გაჩენილ ხანძარს 70 წლამდე კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, კაცი უსინათლო იყო, ხანძრის დროს სახლში იმყოფებოდა და გარეთ გამოსვლა ვერ მოასწრო.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანება ან განადგურებას გულისხმობს.