ბერლინში ხანგოშვილის მკვლელობის ირგვლივ გამოძიებასთან არასათანადო თანამშროლობისთვის რუსეთის საელჩოს 2 თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადეს.
გერმანიის მიერ გადადგმული ნაბიჯი უპასუხოდ არც რუსეთში დატოვეს და გერმანიის საელჩოს ორი თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადეს და ქვეყნიდან გააძევეს.
ბერლინი მიიჩნევს, რომ ხანგოშვილის მკვლელობასთან კავშირი რუსეთს აქვს.
პუტინი კი ქვეყნის დანაშაულთან კავშირს უარყოფს და ხანგოშვილს ტერორისტებთან თანამშრომლობაში დაადანაშაულა.