ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლემ, სანდრო ტაბატაძემ, ერასმუსის პროექტში მიიღო მონაწილეობა, 5 შერჩეულ მონაწილეს შორის მოხვდა და გაემგზავრა ბუქარესტში.
პროექტის თემატიკა მოიცავს ,,მენტალურ ჯანმრთელობას და ტექნოლოგიების გავლენას ახალგაზრდებში.
” პროექტში მონაწილეობას ექვსი ქვეყნის 15-18 წლის ოცდაათი მონაწილე იღებს. ამ სასიამოვნო ამბავს ეხმაურება ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი, მარინა ვევხვაძე: ,, სანდრო ტაბატაძე საუკეთესო ახალგაზრდა და წარმატებული მოსწავლეა. ამ მიღწევას ვულოცავთ სოფელ ხევის საჯარო სკოლას, განსაკუთრებით სანდროს. ვუსურვებთ, კიდევ ბევრ პროექტში მონაწილეობას.”
ავტორი