ხარაგაულის იუმორისტულმა ჯგუფმა ,,ჭირიმე“ დღეს მან – სან – კანის ფინალში ითამაშა. ხარაგაულის იუმორისტული ჯგუფი, მაყურებლის და ჟიურის წინაშე ყველასათვის ცნობილ მომღერალთან, გიგი დედალამაზიშვილთან ერთად წარსდგა.
დღეს ,,ჭირიმეს“ შემადგენლობაში ითამაშეს: დავით ჭიპაშვილმა, ბექა ხიჯაკაძემ, გიორგი მაქაძემ, გიორგი ჭიპაშვილმა, თეონა ჭიპაშვილმა, თათული ჭიპაშვილმა, ლიზი ლაცაბიძემ და თათული ლურსმანაშვილმა.
გუნდის რეჟისორი და სცენარისტია მამუკა ჭიპაშვილი. გამარჯვებულ გუნდს 3000 ლარი ფულადი ჯილდო გადასცეს. მხიარულთა და საზრიანთა კონკურსის საუკეთესო მოთამაშედ ბექა ხიჯაკაძე დასახელდა. ბექას 500 ლარი ფულადი ჯილდო გადაეცა.
ავტორი