თებერვალში მოსულმა თოვლმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტს საზრუნავი მოუმატა. მძიმე ტექნიკა დილიდან გაწმენდით სამუშაოებს აწარმოებს.
ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის დავალებით, ამ წუთებში, გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს ძირულა-ხარაგაულის დამაკავშირებელ მონაკვეთზე.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალური ინფორმაციით გზა იწმინდება ასევე ხარაგაული-ზესტაფონის მიმართულებით. სამუშაოებს შპს ,,ბორანი” ასრულებს. ,
“ხარაგაულის მერია უშუალო კონტაქტშია მერის წარმომადგენლებთან და შესაბამისი ტექნიკა დროულად მიემართება იქ, სადაც უხვი ნალექი გადაადგილების პრობლემას შექმნის,”- განუცხადეს “გურია ნიუსს” ხარაგაულის მერიაში.
ავტორი