ამ წუთებში ჩოხატაურში, სასულიერო პირები მგალობლებთან და მრევლთან ერთად ჩოხატაურის ქუჩებში მანქანებით გადაადგილდებიან.
სასულიერო პირები ქუჩებს აკურთხებენ, მგალობლები კი გალობით ახარებენ მოსახლეობას დღესასწაულს.
მორწმუნეები ჩოხატაურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძრიდან დიდ კოლონად გამოვიდნენ, რომლებსაც გზადაგზა კიდევ შეემატათ “მახარობლები”.
შეგახსენებთ, რომ დღეს მართლმადიდებელი ქრისტიანები ხარების დღესასწაულს აღნიშნავს.
ამ დღეს ყოვლადწმიდა მარიამთან ერთად მთელ კაცობრიობას ეუწყა, რომ სახიერმა ღმერთმა ადამიანი სიკვდილისა და ცოდვის სამუდამო ტყვეობისათვის ვერ გაიმეტა და ეშმაკის მონობისაგან მისი გამოხსნა გადაწყვიტა. ეს დღე არის დასაბამი „ჩვენი ცხონებისა და გამოჩინება საუკუნოითგან დამალულისა საიდუმლოისა“.