ხარკოვის დაბომბვის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 7 დაშავდა. ამის შესახებ ხარკოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა Telegram-ზე დაწერა, იუწყება Ukrinform.
მისივე თქმით, დაშავებულებს შორის ბავშვები არ არიან, მაგრამ ორი პირის მდგომარეობა მძიმეა. ქალაქში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები გაძლიერებულ რეჟიმში მუშაობენ.