რუსული მტრის მსუბუქი ჯავშანტექნიკა ხარკოვში შეიჭრა. ამის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გაავრცელა ხარკოვის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის უფროსმა.
“ყურადღება! არ დატოვოთ თავშესაფრები! უკრაინის შეიარაღებული ძალები ანადგურებენ მტერს. მოვუწოდებთ მშვიდობიან მოსახლეობას, არ გამოვიდნენ ქალაქის ქუჩებში”, – განაცხადა მან.