ხარკოვში საჰაერო თავდაცვის ძალებმა რუსული სამხედრო თვითმფრინავი Су-25 ჩამოაგდეს. ამის შესახებ ხარკოვის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ სინეგუბოვმა telegram -ზე დაწერა.
მისი თქმით, პილოტმა კატაპულტირება შეძლო, რომელსაც უშიშროების სამსახური ეძებს.
“დილით, ხარკოვის საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს რუსეთის ფედერაციის საჰაერო ძალების კიდევ ერთი მოიერიშე Су-25. თვითმფრინავის პილოტმა კატაპულტირება შეძლო. ტერიტორიული თავდაცვის ძალები, ეროვნული გვარდია და უკრაინის უშიშროების სამსახური დამნაშავეს აქტიურად ეძებენ” – წერს სინეგუბოვა.
სინეგუბოვმა აღნიშნა, რომ ხარკოვის თავზე ერთდროულად 5-7 რუსული მოიერიშე მუდმივად იმყოფება და პერიოდულად ბომბავს ქალაქს.
[sexy_author_bio]