ხაშურის საავადმყოფოში 15 წლის მოზარდმა იმშობიარა – ინფორმაციას რეგიონული გამოცემა “მოზაიკა” ავრცელებს. როგორც მათ წყარო უყვება, არასრულწლოვანი 27 კვირის ორსული იყო, როდესაც ხაშურის ერთ-ერთ თავშესაფარში მიიყვანეს.
“გოგონამ ბავშვი გუშინ, ხაშურის რეფერალური საავადმყოფოს ექიმების დახმარებით გააჩინა. ბავშვიც და დედაც გუშინვე თბილიში გადაიყვანეს”, – უთხრეს გამოცემას.
გამოცემის ინფორმაციით, გოგო არაოფიციალურად იყო დაოჯახებული. არასრულწლოვანი წარმოშობით კახეთიდანაა.