“ამ კადრების გავრცელება არის სისხლის სამართლის დანაშაული. პატიმრის ნებართვის გარეშე მოხდა ამ ვიდეო მასალის, ანუ პერსონალური მონაცემების გასაჯაროება. შემდეგ ამას დავამატოთ ისიც, რომ დამონტაჟებულია, შეერთებულია, სხვადასხვა პერიოდებია. თუ ამაზე დავა დადგება და დამიჯერეთ, დადგება დრო ამისთვისაც მოვიცლით, ამ გავრცელებულ ვიდეომასალას ჩაუტარდება ექსპერტიზა და ექსპერტიზა დაადგენს ამ ვიდეომასალის შეუიარაღებელი თვალითაც კი ჩანს, რომ არის მონტაჟი, ზაფხულის პერიოდი, შემოდგომის პერიოდი, ზამთრის პერიოდი შეერთებულია და წარმოჩენილია იმ რაკურსით და იმ მდგომარეობით როგორიც ხელისუფლებას აწყობდა. გუშინ საღამოსვე გახდა ცხადი, ბატონ რატი ბრეგაძის განცხადებით, რომ ისინი დღეს არანაირი პროცესის გამართვას არ აპირებდნენ და პროცესის ჩაშლის შემდგომ აი, ამ კადრების, დამონტაჟებული კადრების გამოქვეყნებას გეგმავდნენ. ქართულ პოლიტიკაში ეს არაერთხელ გვინახავს, თუმცა მიზანი ამის გახლავთ ერთი, თუ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე მოვიდოდა ან მას ჩართავდნენ მაშინ საზოგადოება დაინახავს მის ვიზუალურ მდგომარეობას, თუმცა ამით ახლა ხელისუფლება გვეუბნება, რომ იცით რა, ის სიმულიანტობს, რასაც სინამდვილეში არის კარგად, მაგრამ მე მათ უნდა ვუთხრა, რომ ისინი შეცდნენ. პირიქით, ამ კადრებს ვინც უყურებს, ნორმალურად მოაზროვნე ადამიანი ვგულისხმობ და არა პოლიტიკურად ანგაჟირებულს და ბოტებს, ეს არის მტკიცებულება, რომ ეს ადამიანი ცუდად არის. ჩვენ ვითხოვთ, მოგვეცით საშუალება ჩატარდეს სასამართლო პროცესი, სასამართლო პროცესზე ექსპერტები გააჟღერებენ იმ დიაგნოზებს, რა დიაგნოზებიც აქვს დასმული ბატონ სააკაშვილს, იქნება ეს ნევროლოგიური, გასტროლოგიური კუთხით თუ ასე შემდეგ”,_ ამბობს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ კადრებზე.
პენიტენციურმა სამსახურმა კლინიკა ვივამედიდან მიხეილ სააკაშვილის დამონტაჟებული კადრები გაავრცელა. კადრების გავრცელებით გუშინ, 13 დეკემბერს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე დაიმუქრა.
წყარო: formulanews