“ენმ”-ს წევრი ხატია დეკანოიძე შვილის დაკავებას ეხმაურება:
“ვინც ჩემთან ჩემი ერთადერთი შვილით ვაჭრობას აპირებთ, იცოდეთ, არ გამოგივათ! გამორიცხულია!
მასზე ძვირფასი არავინ მყავს, თუმცა, ჩემი ღირსება არასდროს იქნება ვაჭრობის საგანი. დედა, არ შეგეშინდეს!” წერს დეკანოიძე.
გავრცელებული ინფორმაციით ხატია დეკანოიძის შვილი, თორნიკე კოპალეიშვილი 2 დღის წინ დააკავეს. არსებული ინფრომაციით მას ნარკოტიკული საშუალება MDMI აღმოუჩინეს.
კოპალეიშვილს 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა დღეს შეუფარდეს.
pirveliradio.ge