ჩვენო ხატუ,
ასე გეძახდით, ასე ვცხოვრობდით ჭანიეთში, ჩვენს სამეზობლოსა და სამეგობროში მრავალი წლის მანძილზე. ახლა გემშვიდობებით ასე კეთილს, უბოროტოს, კეთილშობილ ადამიანს, ვისი დანაკლისის შევსება შეუძლებელია.
რამდენი თბილი, მეგობრული და მეზობლური ურთიერთობა უნდა გავიხსენოთ, რომ მოგეფეროთ, ჩვენო განათლებულო, წიგნის, მშობლიური სოფლის, ქვეყნის მოტრფიალე, ხელგაშლილო და გულგაშლილო, შვილების და შვილიშვილების უსაზღვროდ მოსიყვარულე ადამიანო.
შენ ის პიროვნება იყავი, სულსაც არ დაიშურებს ადამიანისთვისო, რომ იტყვიან.
გვჯერა, შენსავით თბილი და მოყვასი შენი შვილები, შვილიშვილები გააგრძელებენ შენი გულისა და და სიყვარულის საკადრის ცხოვრებას, ჩვენთან ერთად.
ნათელი შენს ლამაზ სულს!
უახლოესი სამეზობლო: ეთერ ლომჯარია, როზა ანთიძე, დათო კალანდაძე, ლიანა ქიმუცაძე, ლია შავიშვილი, გულიკო კვირკველია.