გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 4 ფაქტი გამოავლინეს.
მარტვილისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში, პატრულირების დროს შეჩერებული ავტომანქანების ძარაზე, ჯამში 88 ერთეული სხვადასხვა სახეობის მორი იყო განთავსებული.
მძღოლებმა ვერ წარმოადგინეს შესაბამისი დოკუმენტაცია. ავტომანქანები დაილუქა.