გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 2 ფაქტი გამოვლინდა გურიაში.
“2 სამართალდარღვევა გამოვლინდა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთში. გადამოწმების მიზნით შეჩერებული ავტომანქანის სალონში, მოქალაქეს 4 კუბური მეტრი მოცულობის საშეშე მერქანი ჰქონდა განთავსებული. მძღოლმა ვერ წარმოადგინა შესაბამისი დოკუმენტაცია. მეორე სამართალდამრღვევს კი, სატვირთო ავტომანქანის ძარაზე, განთავსებული ჰქონდა 2,1 კუბური მეტრი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი) და 3,5 კუბური მეტრი მოცულობის საშეშე მერქანი. მძღოლის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს მოქმედების ერთწლიანი ვადა ჰქონდა გასული.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოტში, მოქალაქემ ტრანსპორტირება გაუწია 3 ერთეულ წიწვოვანი სახეობის დაუფირნიშებელ მრგვალ ხე-ტყეს (მორი). ამავე მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბღაში გადამოწმების მიზნით შეჩერებული ავტომანქანის სალონში კი, მოქალაქეს 1,5 კუბური მეტრი პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი) ჰქონდა განთავსებული.
ავტომანქანები დაილუქა. სამართალდამრღვევების მიმართ შედგა ოქმები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლებით”,_ ნათქვამია ინფორმაციაში.