გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
“თბილისში შეჩერებული ავტომანქანის ძარაზე 3,5 მ3-რცხილას სახეობის საშეშე მერქანი იყო განთავსებული. მძღოლმა ვერ წარმოადგინა შესაბამისი დოკუმენტაცია. ავტომანქანა და მასზე განთავსებული საშეშე მერქანი დაილუქა. შედგა შესაბამისი აქტი”,_ ნათქვამია განცხადებაში.