“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე მედიაში გავრცელებულ კადრებს გამოეხმაურა, სადაც ხელიდან ხელში თანხის გადაცემის ორი ფაქტია ასახული.
“ვნახეთ ორი ფაქტი, სადაც დაფიქსირდა ხელიდან ხელში თანხის გადაცემის ფაქტი. ერთ შეთხვევაში ქმარმა მეუღლეს, ცოლს გადააწოდა თანხა, მეორე შემთხვევაში, ბათუმში, ცოლმა ქმარს გადააწოდა თანხა. ესეც უტყუარად არის დადასტურებული, შეუძლიათ თქვენს კოლეგებს მოიძიონ მათი ნათესაური კავშირი. ესეც იყო უტრირებული მაგალითები, რომ თითქოს, ამომრჩევლის მოსყიდვას ჰქონდა ადგილი”, – თქვა მამუკა მდინარაძემ.