ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის, სოზარ სუბარის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის დავით დარჩიას ხელიხელჩაკიდებულ ფოტოს სოციალურ ქსლეში საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.
ფოტოს თანდართული ტექსტით ირკვევა, რომ იგი სოფელ ნაგომარშია გადაღებული, სადაც ეკომიგრანტ ოჯახს საცხოვრებელი სახლი და საკარმიდამო ნაკვეთი შეუძინეს.
აღსანიშნავია, რომ ეს ის დარჩიაა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარეობამდე, ბიძინა ივანიშვილმა “კაი კაცობისთვის და ვაჟკაცობისთვის” 15 000 ლარი აჩუქა.