მაკე ძროხას, რომელმაც საზღვარი ბულგარეთიდან სერბეთის მიმართულებით გადაკვეთა, სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. ამის შესახებ ინფორმაციას EURONEWS ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ძროხა ბულგარეთის ერთ-ერთ მაცხოვრებელს ეკუთვნის.
გავრცელებული ინფორმაციით, ძროხამ საზღვარი ევროკავშირის წესების დარღვევით ერთხელ უკვე გადაკვეთა, თუმცა ის, სერბმა ფერმერებმა შენიშნეს და ბულგარელ პატრონს დაუბრუნეს.
მაუწყებლის ინფორმაციით, ძროხისთვის სიცოცხლის შესანარჩუნებლად პეტიცია შეიქმნა და ხელმოწერების შეგროვება მიმდინარეობს.