14 აგვისტოს, ურეკში დაღუპული 21 წლის ახალგაზრდის სიკვდილის მიზეზი ელექტროდენი გახდა.
უფრო კონკრეტულად „გურია ნიუსს“ სანდო წყარო ესაუბრა:
_ტელეფონისთვის ხელნაკეტი დამტენი ჰქონია. ეტყობა, მავთული არ იყო კარგად იზოლირებული და ჩართვის დროს სიფრთხილე ვერ გამოიჩინა… საცოდაობაა. დილით, ადრე, მავთულთან ახლოს უნახავთ გარდაცვლილი, _ გვეუბნება წყარო.
21 წლის გ.პ. ჩვენი წყაროსავე თქმით, ურეკის მახლობლად მდებარე სოფლიდან იყო. ერთ-ერთ სასტუმროში მზარეულად მუშაობდა. ამ დროისთვის უკვე გადასვენებულია საკუთარ სახლში.
„გურია ნიუსი“ თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს.
ავტორი