https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება კვების ობიექტებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერს

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთ-უკრაინის ომი: უკრაინის კონტრიერიში ლიმანისკენ, რუსული დრონების ახალი ტალღა და კრემლის მზარდი პრობლემები საწვავის სექტორში

    რუსეთ-უკრაინის ომი: 15 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    რუსეთ-უკრაინის ომი: 14 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    Associated Press: “ტრამპის შვილის ქორწილი პუტინის მეგობარმა ასობით ათასი დოლარით დააფინანსა”

    რუსეთ-უკრაინის ომი: 13 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

„ხელში რგოლმოხსნილი „ლიმონკა“ ეკავა“ _ მილიციელი „ნაცარას“ გმირობა

7:04; 29.04.2018
ისტორია
Share on FacebookShare on TwitterEmail

დღევანდელ წერილში სიტყვას ქართველ სამართალდამცველებს გადავცემთ, რომლებიც რამდენიმე ათეული წლით უკან დაგვაბრუნებენ და იმ დროს თბილისში გახმაურებულ ცნობილ კრიმინალურ „შემთხვევებს“ გაიხსენებენ.

თავდაპირველად სიტყვას მილიციის, ხოლო მოგვიანებით პოლიციის გენერალ რომან გვენცაძეს გადავცემთ. ბატონ რომანს მუშაობა ურთულეს პერიოდში მოუწია. არაერთხელ დიდი განსაცდელის წინაშეც ყოფილა, მაგრამ მძიმე მდგომარეობისათვის თავი ღირსეულად დაუღწევია.

„ერთხელ, ცნობა მივიღეთ, რომ მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ქორწინების სახლთან, ვიღაც ბოროტმოქმედს ტაქსისტი ჰყავდა მანქანაში დატყვევებული. ხელში რგოლმოხსნილი „ლიმონკა“ ეკავა და აფეთქებით იმუქრებოდა. შემთხვევის ადგილზე სასწრაფოდ გავედით. მართლაც, ყვითელ „ვოლგაში“ ერთი გამხდარი მამაკაცი იჯდა უკან. ხელში „ლიმონკა“ ეჭირა და შიშისგან გაფითრებულ მძღოლს აფეთქებით ემუქრებოდა. ჩემს კოლეგებს ტაქსი ალყაში  მოექციათ. გარდა ამისა, იქ უამრავი ცნობისმოყვარე იყო შეკრებილი. როგორც გაირკვა, „გაის“ ინსპექტორს ხელჯოხი დაუქნევია ტაქსისტისთვის. მგზავრი კი ძებნილი ყაჩაღი იყო. მას ეგონა, მიჭერენო და „ლიმონკაც“ იმიტომ გახსნა…

ერთი სიტყვით, თითქმის კრიტიკული სიტუაცია შეიქმნა. დრო არ ითმენდა და დაპანიკებულ ბოროტმოქმედს შიშისგან ან დაღლილობისგან შეიძლებოდა, „ლიმონკა“ აფეთქებოდა. მეგაფონი ავიღე და ვთქვი:

– რომან გვენცაძე ვარ. მძღოლი გაუშვი. მე მოვალ და მოვილაპარაკოთ-მეთქი.

ბოროტმოქმედი მოლაპარაკებაზე, მართალია, დავითანხმე, მაგრამ მან თავისი პირობა წამომიყენა და გამომძახა:

– ტრუსებისამარა მოდი, რომ გხედავდე. არ მომატყუო და იარაღი არ გქონდეს დამალულიო.

რა უნდა მექნა. არც ვაციე, არც ვაცხელე. გავშიშვლდი ამხელა კაცი და ტრუსებისამარა მივედი ბოროტმოქმედთან. მან მძღოლი გაუშვა და მე მისი ადგილი დავიკავე. ბოროტმოქმედს რგოლგამომძვრალი „ლიმონკა“ ეკავა და დეტონატორზე მაგრად ჰქონდა მოჭერილი ორივე მტევანი. პატარა, გამხდარი კაცი იყო, ასე – სამოცი-სამოცდაორი კილოგრამი. შევატყვე, რომ ნერვიულობდა, არაადეკვატური ხდებოდა და შესაძლოა, „ლიმონკა“ ხელიდან გავარდნოდა. უცებ, ორივე ხელი მას ხელის მტევნებზე მთელი ძალით მოვუჭირე  და ჯერ წინ გადმოვათრიე, შემდეგ ასეთივე პოზაში, ჰაერში ავწიე. მტკვრისკენ წავიყვანე, თან ვიღრიალე – ხალხო, გაიწიეთ-მეთქი. ჯებირთან რომ მივედით, მოულოდნელობისაგან შეშინებულ ბოროტმოქმედს წურწურით ჩამოსდიოდა შარვლიდან შარდი…

მე ნელ-ნელა ძირს დავუშვი ის და ურგოლო „ლიმონკა“ ფრთხილად გამოვართვი და გავაუვნებელვყავი. მისთვის არც კი შემიხედავს, რადგან ისე იყო აკანკალებული, ვერსად გაიქცეოდა. ყველაფერი რომ დასრულდა და ჩემს კოლეგებს ხელით მოვუხმე, მხოლოდ მაშინღა გამახსენდა, რომ ამდენი ხალხის წინაშე მხოლოდ ტრუსებისამარა ვიდექი და შემრცხვა.

ბატონი რომანი მეორე კრიმინალურ ისტორიასაც არაერთხელ იგონებდა.

 „ეროვნული მოძრაობის აღმავლობის პიკია, ცხრა აპრილის შემდგომი პერიოდი და თბილისში უზარმაზარი მიტინგები იმართება. ჩვენ, მილიცია, კი  გადაცმული თუ გადაუცმელი, ყველა დიდ შეკრებას ვესწრებით, რომ შეძლებისდაგვარად, სიტუაცია ვაკონტროლოთ. პრევენციული ზომები მივიღოთ, რომ დიდი თუ პატარა დანაშაული არ მოხდეს. სხვათა შორის, მიტინგებსა და შეკრებებზე არაერთი ძებნილი, მათ შორის, განსაკუთრებულად საშიში ბოროტმოქმედი დავაკავეთ, რომლებიც მომიტინგეებში „ათქვეფას“ ცდილობდნენ. ერთ-ერთი გრანდიოზული მიტინგია მთავრობის სახლის წინ და სიტყვით ზვიად გამსახურდია გამოდის. მე კი სამოქალაქო ფორმაში ვარ გამოწყობილი და ხალხს ვაკვირდები. უცებ ზვიადს ჩამოვაყოლე თვალი და რას ვხედავ, მის წინ ანტონ გულიევი არ დგას?! გულიევი ინკასატორის ძარცვისთვის ძებნილი რეციდივისტი იყო. მისი „პაძელნიკი” შალამბერიძე ფაქტით გვყავდა დაჭერილი, მაგრამ გულიევმა ეს არ იცოდა. სიმართლე გითხრათ, ცოტა დავიბენი. დაჭერით მარტოც ავიყვანდი, მაგრამ ზღვა ხალხში რომ სროლა ატეხოს, მაშინ რა ვქნა? არადა, მისი გაშვება არ შეიძლება. უცებ ერთი აზრი მომივიდა თავში – მიტინგის დროს ხშირად აცხადებდნენ გამომსვლელები ამასა და ამას ახლობელი, ცოლი, შვილი და ასე შემდეგ, ელოდება ამა და ამ ადგილზეო. მე ერთ-ერთ ჩემს ახალგაზრდა კოლეგას ფურცელზე დაწერილი ბარათი გავატანე ზვიადთან და ვუთხარი: გამოსვლას რომ მორჩება, ვინმეს გამოაცხადებინოს-მეთქი.

მართლაც, ზვიადმა გამოსვლა რომ დაასრულა, ერთ-ერთმა მომიტინგემ ჩემი ბარათი წაიკითხა – ანტონ გულიევს კინოთეატრ „რუსთაველის“ შესასვლელში გივი შალამბერიძე ელოდება და სასწრაფოდ მოვიდესო. გულიევმა ზვიადს ახედა და ხალხში გზის გაკვლევას შეუდგა. მე და ჩემი ორი კოლეგა კი მას შალამბერიძის მაგივრად დავხვდით, იქვე გავკოჭეთ და ორი პისტოლეტიც ამოვუღეთ“.

ედუარდ შევარდნაძის შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს სამინისტროს სამეცნიერო-ტექნიკური ლაბორატორიის მოდერნიზაცია განხორციელდა. გაიხსნა და გაუმჯობესდა სხვადასხვა ლაბორატორია, რაც ედუარდ ამბროსოვიჩის დამსახურება გახლდათ. ერთ დღეს შევარდნაძემ სურვილი გამოთქვა, რომ თავისი „პირმშოს“ არაგეგმიური დათვალიერება ჩაეტარებინა და მოადგილეებთან ერთად, დაუპატიჟებლად მივიდა იმ შენობაში, სადაც სხვადასხვა ლაბორატორია იყო განლაგებული. პირველ ანტინარკოტიკულ ლაბორატორიაში ყველას თეთრი ხალათი ეცვა. ისე მოხდა, რომ, როცა შევარდნაძის ამალამ საკიდიდან ქათქათა თეთრი ხალათები მოხსნეს და ჩაიცვეს, მინისტრისთვის ხალათი აღარ დარჩა.

– აი, ბატონო ედუარდ, თუ იკადრებთ, ჩემი ხალათი გადაიცვით, შესთავაზა მინისტრს საკუთარი ხალათი ერთ-ერთმა ლაბორანტმა, გვარად შავიძემ.

შევარდნაძემ მართლაც გამოართვა შავიძეს თეთრი ხალათი. გადაიცვა და ლაბორატორიების დათვალიერებას შეუდგა. ყველაფერი რომ შემოიარა, თქვა:

– მე, მგონი, გვერდით შენობაში კინოლოგიური სამსახურია, ხომ?

– დიახ, დიახ, – უპასუხეს მინისტრს.

– კოჭლი „ნაცარას“ ნახვა მინდა. მასზე მსმენია, მგლის ყნოსვა აქვსო და თუ შეიძლება?

კოჭლი „ნაცარა“ მგელთან ნაჯვარი, დედალი გერმანული ნაგაზი იყო და სიდიდით, ლამის ვეფხვისტოლა. ადრე ის საზღვარზე  მსახურობდა და ოცდაათი დამრღვევი დააკავა. ბოლო ოპერაციის დროს ფეხში დაიჭრა და დაკოჭლდა. სწრაფი სირბილი აღარ შეეძლო და ბათუმიდან თბილისში ჩამოიყვანეს. მილიციას გადასცეს და ნარკოტიკების აღმოჩენაზე ამუშავებდნენ. მას მართლაც უნიკალური ყნოსვა ჰქონდა და არაფერი გამოეპარებოდა.

შევარდნაძე და მისი ამალა რომ ვოლიერებისკენ დაიძრნენ, „ნაცარა“ პატრონს გარეთ ჰყავდა გამოყვანილი და მსხვილი ჯაჭვით ეკავა. შევარდნაძე წინ მიდიოდა. უცებ, „ნაცარამ“ წინ წაიწია, შევარდნაძისკენ ყეფითა და კოჭლობით გაქანდა და პატრონმა მხოლოდ ბოლო მომენტში შეძლო ურჩხული „ნაცარას“ შეკავება, რომელიც გაუთავებლად უყეფდა მინისტრს.

ძაღლი ვოლიერში შეიყვანეს. შევარდნაძემ კი შავიძის ხალათიდან მარიხუანის პატარა პაკეტი ამოიღო, რომელიც ლაბორანტს ექსპერიმენტისთვის სჭირდებოდა. ყველაფერი რომ გაირკვა, შევარდნაძემ ჩვეული იუმორით თქვა:

– შავიძის ხალათის გამო „ნაცარამ“ კინაღამ შავი დღე დამაყარაო…

გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

ისტორია

მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

12:10; 5 ივნისი, 2026
ისტორია

„კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

12:02; 5 ივნისი, 2026
ისტორია

ბედისწერამ თავისი გაიტანა

10:56; 5 ივნისი, 2026
ისტორია

ქართული ნაციონალიზმი

10:00; 3 ივნისი, 2026
ისტორია

როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

09:58; 3 ივნისი, 2026

მენახშირე ბიჭის სიმღერა

„ლეგიონერი ნუცუბიძიდან“

ყველა სიახლე

საზოგადოება

გადაუდებელი და სასწრაფო ამბავია _ ერთად ვიბრძოლოთ გიორგის სიცოცხლისთვის!

22:46; 16.09.2026
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პირად შემადგენლობას სამსახურის ახალი უფროსი, თამაზ ბორაშვილი წარუდგინა

21:19; 16.09.2026
მიხეილ ყაველაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი
პოლიტიკა

ყაველაშვილმა ნუგზარ უბერი ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა

18:48; 16.09.2026
სამართალი

ეს უკანონო და უსამართლო გადაწყვეტილება გასაჩივრდება სააპელაციოში – ლილუაშვილის ადვოკატი

18:40; 16.09.2026
მსოფლიო

რუსეთ-უკრაინის ომი: უკრაინის კონტრიერიში ლიმანისკენ, რუსული დრონების ახალი ტალღა და კრემლის მზარდი პრობლემები საწვავის სექტორში

18:23; 16.09.2026
პოლიტიკა

სუს-ის ყოფილ უფროსს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

18:15; 16.09.2026
ფინანსები

SOLO 19 სექტემბერს, ისთ ფოინთის დაბადების დღეს, SOLO VISA ბარათის მფლობელებს განსაკუთრებულ შეთავაზებას უკეთებს

17:45; 16.09.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:38; 16.09.2026
ფინანსები

დოლარის და ევროს ფასი შეიცვალა – განახლებული კურსი 17 სექტემბრისთვის

17:12; 16.09.2026
სამართალი

შსს-მ ქვემო ალვანში 10 წლის ბავშვის მიმართ შესაძლო იძულების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

17:07; 16.09.2026
ფინანსები

Forbes-მა ბიძინა ივანიშვილის ქონება ისევ $2.7 მილიარდად შეაფასა

17:00; 16.09.2026
პოლიტიკა

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია

16:54; 16.09.2026
x
პოლიტიკა

იუსტიციის მინისტრის მოადგილე – Enka-სთან დაკავშირებით ვაშინგტონის გადაწყვეტილებაც ექვემდებარება გასაჩივრებას

16:34; 16.09.2026
სამართალი

ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 6 პირს ბრალდება წარუდგინეს

14:58; 16.09.2026
ფინანსები

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე

14:54; 16.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
0

კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

12:00; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო