ცოტა ხნის წინ, ეგვიპტელმა არქეოლოგებმა განაცხადეს, რომ თანამედროვე სამეცნიერო მოწყობილობების გამოყენებით ჩატარებული სკანირების შედეგად ხეოფსის პირამიდაში, იგივე გიზას დიდ პირამიდაში საიდუმლო გვირაბი იპოვეს.
პირამიდის შიგნით სამი ცნობილი კამერაა, მათგან ერთი მეფის, მეორე – დედოფლის, მესამე კი უცნობი დანიშნულების იყო. ახლა მათ 9-მეტრიანი გვირაბი დაემატა.
სავარაუდოდ, გვირაბის აშენების მიზანი პირამიდის წონის შემცირება იყო. ახლა მეცნიერები იმედოვნებენ, რომ მსგავს კონსტრუქციებს პირამიდის სხვა ნაწილებში აღმოაჩენენ.
ავტორი