ხერსონის ოლქის ბერისლავის რაიონში, უკრაინელმა მეზენიტეებმა ოკუპანტების დამრტყმელი ვერტმფრენი, Ka-52 ჩამოაგდეს. ამის შესახებ „სამხრეთის“ საჰაერო სარდლობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განაცხადეს.
„22 ოქტომბერს, დაახლოებით, 12:00 საათზე, ხერსონის ოლქის ბერისლავის რაიონში, ოდესის საჰაერო სარდლობის პივდენის საზენიტო-სარაკეტო ბრიგადის ნაწილმა ჩამოაგდო დამპყრობლების კა-52 შემტევი ვერტმფრენი“, – ნათქვამია განცხადებაში.
22 ოქტომბერს, დილით, რუსმა აგრესორებმა, უკრაინის ტერიტორიას შავი ზღვიდან კალიბრის საკრუიზო რაკეტებით შეუტიეს .
უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობის ცნობით, 22 ოქტომბრის დილის 7 საათიდან დილის 11 საათამდე უკრაინელმა დამცველებმა გაანადგურეს 18 რუსული საკრუიზო რაკეტა.
ავტორი