ხერსონის რეგიონში უკრაინელმა სამხედროებმა რუსული ელექტრონული ომის ახალი სადგური გაანადგურეს – ამის შესახებ unian წერს.
როგორც გამოცემა წერს, რომ ოპერატიული სარდლობის ,,სამხრეთი“ ცნობით, ხერსონის რეგიონში განადგურებულია კომპლექსი “Reppelent-1” . მათი თქმით, მტრის EW სადგური უკრაინულმა არტილერიამ გაანადგურა.
„ხერსონის რაიონში ჩვენმა ჯარისკაცებმა საარტილერიო ცეცხლით გაანადგურეს მტრის ელექტრონული საომარი სადგური Reppelent-1“, – ამობობს ოპერატიული სარდლობა.
აღსანიშნავია, რომ “Reppelent-1” რეალურად შექმნილია მტრის უპილოტო საფრენი აპარატების გასანადგურებლად. სადგურს შეუძლია დაბლოკოს უპილოტო საფრენი აპარატები, რომლებიც 35 კმ-მდეა დაშორებული.
როგორც გამოცემა წერს, “Reppelent-1”-ზე მუშაობა რუსეთის ფედერაციაში 2016 წელს დასრულდა. უკრაინაში 2018 წელს გაიგეს, რუსული მხარის მიერ ამ კომპლექსის გამოყენების შესახებ.
ავტორი