ხერსონში რუსი ოკუპანტები სამოქალაქო ინფრასტრუქტურას ბობმავენ, – ინფორმაციას უკრაინული მედია საოლქო საბჭოს თავმჯდომარის პირველ მოადგილე იური სობოლევსკიზე დაყრდნობით ავრცელებს.
“ისევ რაკეტები ხერსონში. არიან დაჭრილები სამოქალაქო პირებს შორის, მიმდინარეობს სამედიცინო დახმარების გაწევა”, – აცხადებს სობოლევსკი.
ამასთან, უკრაინული მედია ხერსონის ეროვნული პოლიციის მთავარი სამმართველოს მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება, რომ დაბომბვის შედეგად არიან დაღუპულები და დაშავებულები.