ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, რომან მროჩკოს ცნობით, ხერსონში ძლიერი აფეთქებებია. მისივე ინფორმაციით, რუსები ხერსონს მარცხენა სანაპიროდან ბომბავენ.
“ხერსონში აფეთქებებია! რუსული არმია კიდევ ერთხელ უტევს საზოგადოებას დროებით ოკუპირებული მარცხენა სანაპიროდან”, – წერს მროჩკო.
მროჩკო მოსახლებას მოუწოდებს თავი შეიკავონ გარეთ გასვლისგან და უსაფრთხო ადგილებში გადავიდნენ.