ხერსონის პოლიგონზე, სადაც მობილიზებული ოკუპანტების სამხედრო წვრთნა მიმდინარეობდა, აფეთქებების ხმა ისმის – ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.
ინტერნეტში გამოქვეყნებულ ფოტოებზე ჩანს კვამლის ნაცრისფერი სვეტი, რომელიც ამოდის ქალაქის გარეთ.
ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია აფეთქება.
„კომსომოლსკაია პრავდას“ რუსმა პროპაგანდისტმა ალექსანდრე კოცმა პირველად სოციალურ ქსელში მიანიშნა, რომ აფეთქებები მტრის თავდასხმა იყო. მოგვიანებით მან დაწერა, რომ ოკუპანტები თითქოს აუფეთქებელ ჭურვებს ასუფთავებდნენ.
ასევე საწვრთნელ ბაზაზე აფეთექებაზე twitter – ის გვერდი NOËL წერს.
,,ოკუპირებულ ხერსონში აფეთქება მოხდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ეს მოხდა მობილიზებული ჯარისკაცების საწვრთნელ მოედანზე,“ – წერია გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
ავტორი