უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 15 ივლისს, გვიან, ხერსონის ოლქში, ნოვა მაიაჩკაში გაანადგურეს რუსული ძალების შტაბი და ყაზარმები. ukrinform-ის ინფორმაციით, ამის შესახებ განცხადება გაავრცელა ხერსონის სამხარეო სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა და საოლქო საბჭოს დეპუტატმა სერხიი ხლანმა.
“გუშინ, დაახლოებით 22:00 საათზე, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ორკების პოზიციებს დაარტყეს ნოვა მაიაჩკაში. იქ ოკუპანტებმა თავიანთი შტაბი და ყაზარმები მოაწყვეს ყოფილი ბავშვთა სანატორიუმის ტერიტორიაზე. ისინი იქ აღარ არიან. ველოდებით დაღუპული რუსების ოფიციალურ დათვლას“, – წერს ხლანი.