თბილისის მერმა კახა კალაძემ საარჩევნო უბანზე საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, ხმა ბოროტებისა და ძალადობის წინააღმდეგ მისცა.
„ხმა მივეცი ბოროტების, ძალადობის წინააღმდეგ. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც გვჭირდება არის სიმშვიდე სტაბილურობა, წინსვლა. კატეგორიულად მიუღებელია საზოგადოების გაყოფა, როგორც ეს ხდებოდა წლების განმავლობაში, რასაც კონკრეტული პიროვნებები მოუწოდებდნენ.
ჩვენ უნდა გავაერთიანოთ ქვეყანა და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ სიცოცხლით სავსე ქვეყანაში იცხოვროს“,_ აღნიშნა კალაძემ.