ოზურგეთის საკრებულოს სხდომა ხმაურითა და დაპირისპირებით დაიწყო. კონფლიქტი უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის დახმარების საკითხს მოჰყვა.
კონფლიქტში ჩაერთნენ საკრებულოს წევრები ორივე მხრიდან. ოპოზიციამ ხელისუფლება მოსახლეობის პრობლემების უგულებელყოფაში დაადანაშაულა. “ქართულმა ოცნებამ” კი “ნაციონალურ მოძრობას” ბრალი პროვოკაციასა და დესტრუქციაში დასდო.
სხდომაზე კიდევ ერთი საკამათო საკითხი გახდა საკრებულო თავმჯდომარის განცხადება. დავით დარჩიამ თქვა, რომ ქვემო ნატანების სკოლის შენობის ავარიული მდგომარეობის შესახებ ყველა საქმის კურსში იყო მანამ, სანამ შენობაში ჭერი ჩამოინგრეოდა და ადამიანი დაშავდებოდა. ამ განცხადებას რეაქცია მოჰყვა ოპოზიციის მხრიდან. ხმაურის გამო სხდომის გაგრძელება ვერ მოხერხდა. თავმჯდომარემ ნახევარსაათიანი შესვენება გამოაცხადა.