ამ წუთებში დაპირისპირება იყო თბილისის საკრებულოში, _ ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები დეპუტატ დიმიტრი კუხიანიძის კაბინეტის მისაღებში შევიდნენ და კარავი გაშალეს. ისინი მოითხოვდნენ კუხიანიძის გადაყენებას. ნაციონალური მოზრაობის წევრი ლევან ხაბეიშვილი ტერიტორიიდან დაცვის პოლიციამ გაიყვანა.
„ეს ადამიანი არ არის თბილისელების ნდობით აღჭურვილი. ის არის მტერი, „პატარა გავრილოვია“ და უნდა წავიდეს. ჩვენი ინფორმაციაა, რომ ბიძინა ივანიშვილი მფარველობს ამ ადამიანს და სწორედ ამიტომაა მთელი „ქართული ოცნება“ გადაფარებული მასზე და ამიტომ გვასხამს ლაფს ეს კაცი, ესაა სიმართლე. სოსო გოგაშვილის და სუს-ის კადრია, ამიტომ იმყოფება ბიძინა ივნიშვილის მფარველობაში. ახლა მთელი სუს-ი აქაა, მთელი პოლიცია. უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ძალადობს ადამიანებზე. ჩვეულებრივი „ფეისბუქ ტროლია“ ეს კაცი, ამაში იღებს გასამრჯელოს. ირაკლი ნადირაძეს ხელი აქვს გადახსნილი. კუხიანიძის გამო ხდება ეს ამბავი. ესაა ის, რასაც აკეთებს ბიძინა ივანიშვილი“, – აღნიშნა დეკანოიძემ.