ცოტა ხნის წინ, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში, ღელეში მამაკაცის ცხედარი იპოვეს. “გურია ნიუსის” წყაროს ინფორმაციით, მას, სავარაუდოდ, ფეხი დაუცურდა, თავი ბორდიურს დაარტყა და ღელეში ჩავარდა.
წყაროს თქმით, ცხედარი უკვე იდენტიფიცირებულია, ის ადგილობრივი მკვიდრია.
“საშინელებაა. როგორც ამბობენ, სავარაუდოდ, მამაკაცს ფეხი დაუცურდა, იქვე თავი ბეტონის ფილაზე დაარტყა და შემდეგ ღელეში ჩავარდა, სადაც გარდაცვლილი ნახეს,” _ ამბობს წყარო.
ამ წუთებში, შემთხვევის ადგილზე, ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
[sexy_author_bio]