ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქარიატაში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, აღნიშნული ინფორმაცია „გურია ნიუსს“
ხობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა დაუდასტურა.
შორენა საბახტარაშვილის განცხადებით, ინფიცირებული მამაკაცი სოფელ ქარიატის საჯარო სკოლის მიკროავტობუსის მძღოლია.
მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის ინფიცირებული მამაკაცის 100-ზე მეტი კონტაქტია მოძიებული და ყველა მათგანი თვითიზოლაციაშია.